Etwinning

მენტორი

მენტორის სამუშაოს აღწერა და ფუნქციები
• ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს მასწავლებლობის მაძიებლის პედაგოგიურ საქმიანობას ერთწლიანი მაძიებლობის პერიოდის განმავლობაში.
• ხელმძღვანელობს არაუმეტეს 4 მაძიებელს.
• მაძიებლობის პერიოდის დასაწყისში წარუდგენს მაძიებელს სკოლის ხელმძღვანელობას და მასწავლებლებს.
• განსაზღვრავს მაძიებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს და მაძიებელთან თანამშრომლობით ქმნის მასწავლებლობის მაძიებლის ინდივიდუალურ პროგრამას, რომელიც აღწერს მაძიებლობის პერიოდის გავლის ეტაპებს, მაძიებლისა და მენტორის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალს, შესრულების პერიოდულობასა და მაძიებლობის პერიოდის გავლის შედეგად მისაღწევ შედეგებს.
• ატარებს თემატურ და მიზნობრივ კონსულტაციებს მაძიებელთან, უზიარებს მას პროფესიულ გამოცდილებას და აძლევს სათანადო რჩევებს მაძიებლის საჭიროებებიდან გამომდინარე.
• ხელმძღვანელობს მაძიებლის მიერ საგაკვეთილო, სააღმზრდელო და დამატებით ინდივიდუალურ მუშაობას.
• ხელს უწყობს მაძიებელს პროფესიული საქმიანობის წარმართვაში, მოტივაციის ამაღლებასა და სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
• მონაწილეობს მენტორთა ტრენინგებსა და ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვებსა და კვლევებში, აგრეთვე თანამშრომლობს ცენტრის წარმომადგენელთან მაძიებლობის პერიოდის მონიტორინგის განმავლობაში.
• პერიოდულად წარუდგენს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მაძიებლის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.
• მონაწილეობს მაძიებლის მიერ სადემონსტრაციო გაკვეთილისა და მაძიებლის პორტფოლიოს მომზადებაში.
• ესწრება და მაძიებელთან ერთად აანალიზებს სადემონსტრაციო გაკვეთილს.
• აფასებს მაძიებლის საქმიანობას ყოველ სემესტრსა და სასწავლო წლის ბოლოს.
• ქმნის მენტორის პორტფოლიოს და ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.
• იცავს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს.

მენტორობის კანდიდატთა კონკურსი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლობის მაძიებლობის მხარდაჭერის 2013-2014 სასწავლო წლის სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, გამოცხადდა მენტორობის კანდიდატთა კონკურსი.
მასწავლებლობის მაძიებლობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის მიზანი იყო ხელი შეეწყო მაძიებელ-დამწყებ მასწავლებლებისათვის პრაქტიკული პედაგოგიური უნარების მიღებაში, საგნობრივი ცოდნის გაღრმავებასა და სასკოლო გარემოსთან ადაპტაციაში.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის შედეგად გავხდი მენტორი, სკოლაში კი ჩატარდა კონკურსი, სადაც  შერჩეული იქნა თიკო ბოჭორიშვილი და ნინო შუბითიძე. მათ გამოავლინეს მზაობა ეთანამშრომლათ ჩემთან და დაუფლებოდნენ პედაგოგიურ უნარებს. ასევე, დიდი იყო მათი მოტივირებულობა, ენერგიულობა, კომუნიკაცია, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
2013/2014 სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობდით: გვქონდა შეხვედრები, სადაც განხიხილავდით თეორიულ საკითხებს, ხოლო შემდეგ მიღებული ცოდნის გამოყენება ხდებოდა პრაქტიკაში - გაკვეთილებზე. ჩატარდა როგორც სამოდელო, ასევე, სადემონსტრაციო გაკვეთილები.
მიღებული გამოცდილებითა და შეძენილი ცოდნით მათ იმავე წელს ჩააბარეს  პროფესიული განვითარების გამოცდა.

აქტივობა 1
ჩემი მაძიებლები აქტიურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში. შეისწავლეს თეორიები, მიღებული ცოდნა გამოიყენეს პრაქტიკაში - ატარებდნენ გაკვეთილებს. ასევე აქტიურად თანამშრომლობდნენ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრთან, ესწრებოდნენ სემინარებს, კონფერენციებს...  მინდა მადლობა ვუთხრა მათ ასეთი აქტიურობისათვის და ვუსურვო წარმატებები პირად ცხოვრებაში და პროფესიულ საქმიანობაში.
მადლობა თიკო ბოჭორიშვილი და ნინო შუბითიძე. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან მუშაობა.



აქტივობა 2
გარდაბნის რ-ნის სოფ. ნაზარლოს სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მეგობრობის ხელი გავუწოდეთ. ჩვენმა მოსწავლეებმა, მაძიებლებმა და მენტორებმა პატარა ვიდეო-კოლაჟით გავაცანით ჩვენი სკოლა და თბილისში დავპატიჟეთ.....






აქტივობა 3
ქ. თბილისის  სსიპ მე-16 საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებლები (ხ. ქუმელაშვილი, ნ. მერკვილაძე, ლ. გიგოლაშვილი და ნ.სანაია) და მათი მაძიებლები  2014 წლის 5 ივნისს  სტუმრად ვიყავით გარდაბნის რ-ნის სოფ. ნაზარლოს საჯარო სკოლაში. (დირექტორი ბ-ნი ელხან აბდულაევი). აღნიშნული შეხვედრით მხარი დავუჭირეთ ორ სახელმწიფო პროგრამას „მასწავლებლობის მაძიებლობის მხარდაჭერი სახელმწიფო პროგრამა“ და „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“ (თინათინ ლაზარაშვილი).  შეხვედრისას პედაგოგებმა ერთმანეთს  გაუზიარეს პროფესიული გამოცდილება, განიხილეს ის დადებითი მხარეები, რაც ამ პროგრამებს აერთიანებს    და  ასევე  მხარი დაუჭირეს მენტორობის პროგრამას.
გარდა ამისა, ჩვენი სკოლის მაძიებლებმა  წარმოაჩინეს საკუთარი როლი  მაძიებელი-მასწავლებლობის პირველ ეტაპზე. ისაუბრეს, თუ  როგორ გამოიმუშავეს მასწავლებობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები მენტორებთან  და მოსწვლეებთან ინტენსიური კონტაქტის შედეგად.  ისაუბრეს იმ სიახლეების შესახებ, რასაც  მოცემულ სასწავლო წელს გაეცვნენ. შეხვედრისას ჩვენმა მაძიებლებმა ჩაატარეს სადემონსტრაციო გაკვეთილი და აჩვენეს მუშაობის ამსახველი  დოკუმენტაცია (პორტფოლიო).
ადგილობრივმა მასწავლებლებმა თბილისიდან ჩასულ პედაგოგებს  გულთბილი დახვედრა მოგვიწყეს.  „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“ პროგრამის წარმომადგენელის (ამ სკოლაში ამავე პროექტით ორი წელია მუშაობს), თინათინ ლაზარაშვილის ხელმძღვანელობით  მოსწავლეებმა  დიდი ემოციით წაიკითხეს  ქართული  ლექსები.   ღონისძიების ბოლოს ორი სკოლა  დამეგობრდა, მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად  საკუთარი ხელმოწერები დატოვეს ფორმატზე, დაიგეგმა მომავალი შეხვედრა.
                      მადლობას ვუხდით თითოეულ მასწავლებელს, მოსწავლესა და  სკოლის დირექციას ასეთი  თანამშრომლობისთვის, ემოციური დახვედრისა და მასპინძლობისთვის.




აქტივობა 4
Courtyard Mariot Hotel, 2015 წელი, დეკემბერი








2014 წლის აგვისტო




Комментариев нет:

Отправить комментарий