Etwinning

ადგილობრივი პროექტები

1. 2008 წელს, 119-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ჩავერთე და გავხდით ფონდ „ირმის ნახტომის“ საგაზაფხულო კონკურსის ფინალისტი ნომინაციაში: iEARN – საქართველო 2008. (სიგელი, დანართი 4). პროექტი მოიცავდა სკოლების მიერ iEARN-პროექტებში მონაწილეობას. პროექტის ფინალისტი 10 მასწავლებლისა და 30 მოსწავლისთვის გაიმართა სასწავლო ბანაკი სოფელ ქვეშეთში. ბანაკი ჩატარდა 2008 წლის 30 ივლისიდან 6 აგვისტომდე. ბანაკში მოწვეული იყო და სოციალურ სერვისებზე -WEB 2.0 ტრენინგები ჩაატარა iEARN-უკრაინის კოორდინატორმა ნინა დემენტიევსკამ. პროექტის ფარგლებში, უცხოელ და ადგილობრივ ტრენერებთან ერთად მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა ზოგად განათლებაში არსებულ გამოწვევებსა და სტრატეგიებზე - თუ როგორ უნდა იყოს ორგანიზებული და განვითარებული საქართველოს განათლების სისტემა, რათა ამ სისტემამ წვლილი შეიტანოს საზოგადოების წინსვლაში, დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებაში, ცვალებად სამყაროში ინდივიდების თვითრეალიზაციისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდაში. სერთიფიკატი ქვეშეთი
2.
ქ. თბილისის  სსიპ მე-16 საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებლები (ხ. ქუმელაშვილი, ნ. მერკვილაძე, ლ. გიგოლაშვილი და ნ.სანაია) და მათი მაძიებლები  2014 წლის 5 ივნისს  სტუმრად ვიყავით გარდაბნის რ-ნის სოფ. ნაზარლოს საჯარო სკოლაში. (დირექტორი ბ-ნი ელხან აბდულაევი). აღნიშნული შეხვედრით მხარი დავუჭირეთ ორ სახელმწიფო პროგრამას „მასწავლებლობის მაძიებლობის მხარდაჭერი სახელმწიფო პროგრამა“ და „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“ (თინათინ ლაზარაშვილი).  შეხვედრისას პედაგოგებმა ერთმანეთს  გაუზიარეს პროფესიული გამოცდილება, განიხილეს ის დადებითი მხარეები, რაც ამ პროგრამებს აერთიანებს    და  ასევე  მხარი დაუჭირეს მენტორობის პროგრამას.
გარდა ამისა, ჩვენი სკოლის მაძიებლებმა  წარმოაჩინეს საკუთარი როლი  მაძიებელი-მასწავლებლობის პირველ ეტაპზე. ისაუბრეს, თუ  როგორ გამოიმუშავეს მასწავლებობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები მენტორებთან  და მოსწვლეებთან ინტენსიური კონტაქტის შედეგად.  ისაუბრეს იმ სიახლეების შესახებ, რასაც  მოცემულ სასწავლო წელს გაეცვნენ. შეხვედრისას ჩვენმა მაძიებლებმა ჩაატარეს სადემონსტრაციო გაკვეთილი და აჩვენეს მუშაობის ამსახველი  დოკუმენტაცია (პორტფოლიო).
ადგილობრივმა მასწავლებლებმა თბილისიდან ჩასულ პედაგოგებს  გულთბილი დახვედრა მოგვიწყეს.  „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“ პროგრამის წარმომადგენელის (ამ სკოლაში ამავე პროექტით ორი წელია მუშაობს), თინათინ ლაზარაშვილის ხელმძღვანელობით  მოსწავლეებმა  დიდი ემოციით წაიკითხეს  ქართული  ლექსები.   ღონისძიების ბოლოს ორი სკოლა  დამეგობრდა, მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად  საკუთარი ხელმოწერები დატოვეს ფორმატზე, დაიგეგმა მომავალი შეხვედრა.
                      მადლობას ვუხდით თითოეულ მასწავლებელს, მოსწავლესა და  სკოლის დირექციას ასეთი  თანამშრომლობისთვის, ემოციური დახვედრისა და მასპინძლობისთვის.






3. წალენჯიხა
სკოლის პედაგოგებს პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება, მოსწავლეთა დამეგობრება.








4. საახალწლო კლიპი




Комментариев нет:

Отправить комментарий